გრაცის საათის კოშკი

გრაცის საათის კოშკი (გერმ. Grazer Uhrturm) მდებარეობს ავსტრიის ქალაქ გრაცში, შლოცბერგის მთაზე. წარმოადგენს ქალაქ გრაცის სიმბოლოს. კოშკის სიმაღლე 28 მეტრს შეადგენს.

გრაცის საათის კოშკი

კოშკის ძირითადი კორპუსი სავარაუდოდ XIII საუკუნეში აიგო. პირველად წერილობით მოიხსენიება 1265 წელს, 1560 წელს კი გრაცის საათის კოშკმა დღევანდელი სახე მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება