გრაფოლექტი
გრაფოლექტი — კონკრეტული იდიოლექტის ზუსტი და ამომწურავი ჩაწერა ანუ ფიქსაციას სტანდარტული ლინგვისტური აღწერის ტერმინებში.
იდიოლექტისგან განსხვავებით გრაფოლექტი:
- არის ჩასწორებული ანუ არ შეიცავს შეცდომებს, ფალსტარტებს, რაც ზეპირი მეტყველებისთვის არის დამახასიათებელი.
- არის დანაწევრებული ანუ სიტყვები გამოყოფილია ერთმანეთისგან, ე.ი. გაბმული და დაუნაწევრებელი მეტყველება წარმოდგენილია ერთმანეთის მომდევნო ცალკეულ ერთეულებად.
- არის დაყოვნებული ანუ ნასწავლია ისე, როგორც სწავლობენ მეორე ენას - რამდენადაც გრაფოლექტი წერილობითია, ამიტომ მისი გამოყენება მეტ ფიქრსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ზეპირი მეტყველება.
- არის სტაბილიზებული ანუ დიდი პოტენციური ძალის მქონეა, რგულარულია და სტაბილური.
გარდა ამისა, გრაფოლექტი წარმოადგენს ე.წ. „მეორად თარგმანს“, რაც შესაძლებელს ხდის იგი სხვა იდიოლექტებისთვისაც იყოს გამოყენებული. გრაფოლექტში ისეთი ხარისხის სტაბილური ჩანაწერი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ სხვა იდიოლექტებმა შესძლონ ამ ჩანაწერში აღმოაჩინონ მათთვის დამახასიათებელი ერთეულები. გრაფოლექტი იმდენად ერთგვაროვანი უნდა იყოს, რომ მისი საშუალებით შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა სახის სამეტყველო ჩვევების აღნუსხვა.