გრან-პრეს ეროვნული ისტორიული ძეგლი
გრან-პრეს ეროვნული ისტორიული ძეგლი — ისტორიული პარკი ყოფილ აკადიურ სოფელ გრან-პრეში, კინგსის საგრაფოში, კანადა. ამჟამად მდებარეობს ვოლფვილსა და ჰორტონვილს შორის. ძეგლი შედგება მემორიალური პარკისაგან, რომელიც შეიქმნა აკადიანელების დეპორტაციის აღსანიშნავად, რომლებიც ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ 1682-1755 წლებში. პარკი მოიცავს მემორიალურ შენობებს, არქეოლოგიურ ნაშთებს და სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც ასახავენ ამ ტერიტორიაზე აკადიანელების ყოფას. აღნიშნულის გამო პარკს კანადის ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა 1955 წელს[1].
გრან-პრეს ეროვნული ისტორიული ძეგლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ლონგფელოს „ევანჯელინას“ სკულპტურა (ლ.-ფ. ებერტი) და მემორიალური ეკლესია | |
ქვეყანა | კანადა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | v, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1404 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1404 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2012 წელს გრან-პრეს ისტორიული ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].
ისტორია
რედაქტირება1682-1755 წლებში გრან-პრე იყო აკადიელების დასახლების ცენტრი. 1755 წელს ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაიწყო მათი დეპორტაცია ახალ შოტლანდიაში. 1907 წელს ტერიტორია იყიდა ჯონ ფრედერიკ ჰერბინმა, რათა შეექმნა აკადიელების მემორიალური პარკი. 1922 წელს დაქირავებულმა არქიტექტორებმა პერსი ნობსმა და რენე ფრეჩეტმა შეიმუშავეს მემორიალური პარკისა და სხვა შენობა-ნაგებობების დიზაინი. გარდა ამისა, სკულპტორმა ლუის-ფილიპ ებერტმა შექმნა ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს პოემა „ევანჯელინას“ მთავარი გმირის სკულპტურა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Grand-Pré National Historic Site of Canada დაარქივებული 2007-12-01 საიტზე Wayback Machine.
- Société Promotion Grand-Pré დაარქივებული 2007-10-30 საიტზე Wayback Machine.
- Acadian Memorial
- Les Ami(e)s de Grand-Pré დაარქივებული 2008-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Musée Acadien of the Université de Moncton დაარქივებული 2005-12-30 საიტზე Wayback Machine.