გრაიები (Graiai — „დედაბრები“) — სიბერის ქალღმერთები, ფორკინის ასულები, დრაკონ ლადონას და ჰესპერიდების დები, აგრეთვე გორგონების დები და გუშაგები. ჰესიოდე ორს იცნობს, ლამაზღაწვიანებს, მაგრამ დედის მუცლიდანვე ჭაღარებს. V საუკუნიდან სამს ასახელებენ: პეფრედო, ენიო, დეინო. სამივეს ერთი კბილი და ერთი თვალი აქვთ, რასაცმორიგეობით ხმარობენ. პერსევსმა მოხერხებით წაართვა თვალი და აიძულა გზა ესწავლებინათ.

"პერსევსი უბრუნებს თვალს გრაიებს", იოჰან ჰაინრიხ ფიუსლის ნახატი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი აკ. — „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება