გრადეცი (უნგრ. Gréc, ლათ. Mons Graecensis prope Zagrabiam) — კაპტოლთან ერთად შუა საუკუნეების ზაგრების ისტორიული ცენტრი. ის მდებარეობს ზაგრების ისტორიულ რაიონ – გორნი-გრად-მედვეშჩაკში.

გრადეცი
გრადეცის ქვის კარი
დვერცე

გრადეცს ოქროს ბულა 1242 წელს ბელა IV–მ მიანიჭა. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო, რომლის მიხედვითაც გრადეცს ეწოდებოდა "გრადეცის თავისუფალი სამეფო ქალაქი, ზაგრების მთაზე". ამ განკარგულებით გრადეცი პირდაპირ მეფეს დაექვემდებარა. ქალაქის მოსახლეობას ჰქონდა უფლება აერჩიათ საკუთარი მაგისტრი (gradski sudac), რომელიც თანამედროვე მერის როლს ასრულებდა.

ქალაქის ირგვლივ დამცავი ნაგებობების მშენებლობა მონღოლების ევროპაში შეჭრის დროს დაიწყეს. გალავნის მშენებლობა 1242–1261 წლებში მიმდინარეობდა. დამცავი კედლები დასახლებას სამკუთხედის ფორმას აძლევს. გალავანი ადგილებში მართკუთხედი და ნახევრად წრიული კოშკებითაა გამაგრებული.

გრადეცს ჰქონდა ოთხი ძირითადი შესასვლელი: დასავლეთი კარიბჭე მეშნიკის ქუჩაზე, ახალი ჩრდილოეთ კარიბჭე, დვერცე სამხრეთით და კამენიტა ვრატა (ქვის კარი). გრადეცის თავდაპირველი შესასვლელებიდან ქვის კარი ერთადერთია რომელიც დღემდე ორიგინალური სახით შემორჩა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება