გო-კასივაბარა
იმპერატორი გო-კასივაბარა (იაპონ. 後柏原天皇) (დ. 19 ნოემბერი, 1464 — გ. 19 მაისი, 1526) — იაპონიის 104-ე იმპერატორი 1500 წლის 16 ნოემბრიდან სიკვდილამდე. მისი პირადი სახელი იყო კაცუჰიტო (勝仁). მისი მმართველობის პერიოდში ასიკაგას სიოგუნატის იმპერიული გავლენის სფერო პიკს აღწევს.
გენეალოგია
რედაქტირებაიმპერატორ გო-ცუტიმიკადოს პირველი ვაჟი, დედამისი ნივატა ასაკო (庭田朝子), ნივატა ნაგაკატას (庭田長賢) ქალიშვილი იყო.
- მეუღლე: კაძიუძი (ფუძივარა) ფუძიკო (勧修寺藤子)
- პირველი ქალიშვილი: პრინცესა კაკუჩინი (覚鎮女王)
- მეორე ვაჟი: საიმპერიო პრინცი ტომოჰიტო (知仁親王) (იმპერატორი გო-ნარა)
- მეხუთე ვაჟი: საიმპერიო პრინცი კიიოჰიკო (清彦親王)
- მეუღლე: ნივატა მოტოკო (庭田源子)
- მესამე ვაჟი: პრინცი კაკუდო (覚道法親王) (ბუდისტი მოძღვარი)
- მეორე ქალიშვილი: პრინცესა კაკუნე (覚音女王)
- მეექვსე ვაჟი: საიმპერიო პრინცი ჰიროცუნე (寛恒親王)
- ხელისმოსამსახურე: ტაკაკურა კეიკო (高倉継子)
- მეოთხე ვაჟი: მიტიიოში (道喜)
მმართველობის წლები
რედაქტირება1500 წელს მამამისის, იმპერატორი გო-ცუტიმიკადოს, გარდაცვალების შემდეგ კურთხეულ იქნა იმპერიის მმართველად. თუმცა, ონინის ომის სავალალო შედეგების გამო, საიმპერატორო ოჯახი იმდენად ხელმოკლედ იყო, რომ ფორმალური კორონაციის ცერემონიის ჩატარება ვერ მოხერხდა. 1521 წლის მე-3 თვის 22-ე დღეს ვასალი თავადების ჯოგანჯი და მურომაჩის ბაკუფუს მიერ გაწეული წვლილით იმპერატორმა საბოლოოდ შეძლო ამ ცერემონიის ჩატარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Richard Ponsonby-Fane, Richard Arthur Brabazon. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Isaac Titsinghed. (1834). [Siyun-sai Rin-siyo/Hayashi Gahō, 1652], Nipon o daï itsi ran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland.
- Varley, H. Paul , ed. (1980). [ Kitabatake Chikafusa, 1359], Jinnō Shōtōki (A Chronicle of Gods and Sovereigns: Jinnō Shōtōki. New York: Columbia University Press. ISBN 0-231-04940-4