ნინო გომართელი

(გადამისამართდა გვერდიდან გომართელი, ნინო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

ნინო ნიკოლოზის ასული გომართელი (დ. 24 იანვარი, 1953, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

ბიოგრაფია რედაქტირება

1975 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1978-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2006-2009 წლებში კი — ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის მიმართულების სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მ. შ. სამი სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია.

ლიტერატურა რედაქტირება