გოლოვინოს სამაროვანი
გოლოვინოს სამაროვანი — ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სომხეთში, სოფელ გოლოვინოს მიდამოებში.
გამოვლინდა რამდენიმე სამაროვანი:
1. 1929 და 1950 წლებში გათხარეს ძვ. წ. VIII-VII სს. კრომლეხები. აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის იარაღი (სატევრები, დანები, შუბისპირები), ბრინჯაოს სამკაული (სამაჯურები, რგოლები, ხატისუღლები, საკიდები, სარტყელი, მძივები), პასტისა და ქვის მძივები, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. 1950 წელს იქვე გათხარეს ორმოსამარხი, რომელშიც ადამიანისა და ცხენის ჩონჩხები იყო;
2. აღნიშნული სამაროვნიდან 500 მ-ზე აღმოჩნდა პირველი საუკუნეების სამარხები. გათხარეს აგრეთვე ძვ. წ. VIII–VII სს. 2 აკლდამა, რომლებშიც შავპრიალა თიხის ჭურჭელი იყო. გოლოვინოს სამაროვანში გამოვლენილი მასალა თრიალეთის სინქრონული ძეგლების მსგავსია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Мартиросян А. А., Раскопки в Головино, კრ.: Археологические раскопки в Армении, Ер., 1954,№ 4.
- ფანცხავა ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 85-86.