გოლენიშჩევ-კუტუზოვის სახლი
გოლენიშჩევ-კუტუზოვის სახლი (რუს. Дом Голенищева-Кутузова) — გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი, აშენებული 1822 წელს ცნობილი არქიტექტორ კარლ დე ჯოვანი როსის მიერ, მშენებლობა განხორციელდა სამხედრო გუბერნატორის პ. ვ. გოლენიშჩევ-კუტუზოვის დაკვეთით. სახლი მდებარეობს პეტერბურგში, ხელოვნების მოედნის 3 ნომერში. აგებულია კლასიკურ სტილში. აღნიშნული სახლი სამ სართულიანია, რომლის ზედა სართულზე სხვენია განთავსებული. სახლის ინტერიერის ნაწილობრივი შეცვლა მოხდა 1843 წელს, ამიტომ თავდაპირველი სახით მან ვერ მოაღწია ჩვენამდე. სახლის ზოგიერთ ოთახში არის ბუხარი და საცურაო აუზი.
გოლენიშჩევ-კუტუზოვის სახლი Дом Голенищева-Кутузова | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′15″N 30°19′45″E / 59.9375° ჩ. გ. 30.329167° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
თარიღდება | 1822 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღნიშნულმა სახლმა სხვადასხვა დროს გამოიცვალა მფლობელები. გარკვეული ხნის განმავლობაში სახლის მფლობელები იყვნენ: 1833-1835 წლებში სახლი ე. ა. კარამზინას ეკუთვნოდა. 1833-1837 წლებში სახლში ძმები ვიელგორსკები ცხოვრობდნენ: მაიკლი და მატვეი.
ამ სახლში თავის მეგობრებს ხშირად სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი, კერძოდ მაიკლ და მატვეი ვიელგორსკებს და ე. ა. კარამზინას. 1924-1939 წლებში სახლში ცხოვრობდა მხატვარი ი. ბროდსკი. 1949 წელს გაიხსნა მხატვრის მუზეუმი, სადაც დაცულია სხვადასხვა ნამუშევრები, მათ შორის ცნობილი მხატვრის ისააკ იზრაელის ძის ნახატები, მუზეუმში ასევე განთავსებულია სხვა მხატვრების ნამუშევრებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- Яцевич А.Г. Пушкинский Петербург. — СПб., 1993. — С. 202 — 219.
- Тарановская М. З. Карл Росси. — Л., 1978. — С. 108 — 128.
- Санкт-Петербург: Энциклопедия. — М.: Российская политическая энциклопедия, 2006. — С. 325-326, 525.