გოვჰარ ბეიდულაევა

გოვჰარ ბეიდულაევა (Gövhər Bəydullayeva; დ. 23 აპრილი, 2003) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის (2022). ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი.

გოვჰარ ბეიდულაევა
სრული სახელი გავჰარ ქამრან ყიზი ბეიდულაევა
ქვეყანა (სპორტი) აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 2003 წ
დაბადების ადგილი საუდის არაბეთი, ერ-რიადი
წოდება გროსმეისტერი (2022), საერთაშორისო გროსმეისტერი (2022)
ფიდე რეიტინგი 2387
მაქსიმალური რეიტინგი 2390

2015 წელს მოიგო აზერბაიჯანის ახალგაზრდული ჩემპიონატი 12 წლამდე გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში[1]. 2016 წელს გაიმეორა საკუთარი წარმატება 14 წლამდე გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში[2].

ბეიდულაევამ არაერთხელ წარმოადგინა აზერბაიჯანი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, სადაც მოიპოვა სამი მედალი: ოქრო (2017 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 14 წლამდე გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში[3]) და ორი ვერცხლი (2014 წელს ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში[4] და 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონების ასაკობრივ ჯგუფში[5]).

2013 წელს მან მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდე გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში. 2018 წლის აგვისტოში ბეიდულაევა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა 16 წლამდე გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში.

2017 წელს რიგაში ბეიდულევამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ქალთა მოჭადრაკეთა ინდივიდუალურ ჩემპიონატში. მან ასევე მოიგო ACF თასი მიხაილ ბოტვინიკის ხსოვნისადმი, მოიგო ყველა მატჩი. ითამაშა აზერბაიჯანის ნაკრებში ბაქოში 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე დაფაზე[6].

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია 20 წლამდე ქალ მოჭადრაკეებს შორის[7].