გოვარდჰანა
გოვარდჰანა (სანს. गोवर्धन, govardhana IAST — „ძროხებისთვის სიკეთის მომტანი“) — მთა ვრინდავანში, უტარ-პრადეში, ინდოეთი. გოვარდჰანა დიდ როლს თამაშობს ინდუიზმში, კერძოდ კრიშნასთან დაკავშირებულ ლეგენდებში.
ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს, რომ გადაუღებელმა წვიმამ ვრინადავანის მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა. მათ დასაცავად ბავშვმა-კრიშნამ მთა ცალი თითით აწია და ქოლგასავით გადაახურა სოფელს.
წელიწადში ერთხელ მორწმუნენი აცხობენ ჰალვის უზარმაზარ მთას, რთავენ ყვავილებით და ვერცხლის ქაღალდით, ცეკვა-სიმღერით უვლიან მას და შემდეგ მიირთმევენ ”მთა გოვარდჰანას”.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გოვარდჰანა“ ვიკისაწყობში.