გოდაათური
გოდაათური, სამეფო — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
გოდაათურის ნაზ და სასიამოვნო, მოწითალო ფერის ღვინოს „ქალის ღვინო“ ეწოდებოდა და სუფრაზე მანდილოსნებს მიართმევდნენ.
ფილოქსერასა და სოკოვანი დაავადებების გამოჩენამდე გოდაათური მაღლარების სახით იყო გავრცელებული სამეგრელოში და მეგრულ ვაზის ჯიშთა შორის თვალსაჩინო ადგილი ეკავა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო და საკმაოდ დანაკვთული. ყვავილი ორ-სქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა და დატოტვილი, მეჩხერი. მარცვალი მცირე ზომისაა, მოგრძო, ღია მოწითალო. თხელკანიანია. რბილობი ნაკლებ ხორციანი და მეტად წვნიანია.
გოდაათური სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. გოდაათური გამოიყენება კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 93