გნუღის კოშკი
გნუღის კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გნუღის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფლის მიდამოებში მდებარე კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით.
კოშკის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია, ჩამონაშალმა ქვებმა იგი მთლიანად ამოქოლა, რის გამოც გეგმა არ იკითხება. კედლები შემორჩენილია 10-15 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული.
კოშკს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა, რომლისგანაც შემორჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლის ნაწილები. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 48