გნუღის ზურგიანი კოშკი (შუა საუკუნეები)

გნუღის ზურგიანი კოშკი (შუა საუკუნეები) — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქნოღოში. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი, რომლისგანაც ორი სართულია შემორჩენილი ნაგებია ფლეთილი ქვით. პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. მეორე სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი. კარი ნაოთხალია. დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთის კედლებში დატანებულია თითო სათოფური.

კოშკის სამხრეთით 60 სმ-ის დაშორებით შემორჩენილია აკლდამის ნანგრევი, რომელიც ასევე ფლეთილი ქვით ყოფილა ნაგები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 50