გლუბოკის პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
გლუბოკის პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია (რუს. Церковь Пантелеимона Целителя) — მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ გლუბოკიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1].
გლუბოკის პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 48°31′41″ ჩ. გ. 40°18′57″ ა. გ. / 48.52806° ჩ. გ. 40.31583° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | გლუბოკი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ისტორია
რედაქტირებაოქტომბრის რევოლუციამდე სოფელში სხვა ეკლესია მოქმედებდა, რომელიც მდებარეობდა ხუტორ ივანკოვში (შემდეგში ივანკოვი შეუერთდა გლუბოკის). 1888 წელს ივანკოვში ააგეს და აკურთხე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია. ეკლესიის მიმდებარე მოედანს საეკლესიო უწოდეს. აქვე მდებარეობდა ბაზარიც[2]. ეკლესია იყო ხის და რკინის ფირფიტებით გადახურული. მასში იყო სამი საკურთხეველი: მთავარი (ცენტრალური) — წმინდა პანტელეიმონის სახელობისა, სამხრეთისა — მიქაელ მთავარანგელოზის სახელობისა და ჩრდილოეთისა — წმინდა ნიკოლოზის სახელობისა[3].
ივანკვის ეკლესია დაანგრიეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. თავდაპირველად მის ადგილზე ააშენეს კინოთეატრი, რომელიც შემდეგ გადააკეთეს სპორტულ კომპლექსად, რომელსაც უწოდეს „ოლიმპი“. საბჭოთა კავშირის დროს მრევლი არაერთხელ გადაადგილდა დასახლების სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ მათ ვერ გამონახეს სალოცავი ადგილი[3]. 1985 წლის 1 სექტემბერს როსტოვისა და ნოვჩერკასკის მიტროპოლიტ ვლადიმირის ბრძანებით მრევლის წინამძღვრა დაინიშნა ანატოლი სახნო. სსრკ-ის დაშლის შემდეგ მრევლმა გადაწყვიტა აეშენებინა ეკლესია, რომელიც გაგრძელდა 10 წლის მანძილზე. ეკლესიის ფასადი გააფორმეს აგურით, დაამონტაჟეს გუმბათი. ეკლესიაშია ათონის ხატები[4].
ეკლესიის მისამართი: როსტოვის ოლქი, კამენის რაიოონი, გლუბოკი, შადენკოს ქუჩა 81.
წინამძღვარი - ანატოლი სახნო[5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Глубокий. Церковь Пантелеимона Целителя.
- ↑ Хутор Иванков растворился в поселке Глубоком, но сохранился в фамилиях казаков. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 2017-03-20.
- ↑ 3.0 3.1 Историческая справка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 2017-03-20.
- ↑ БОКОВСКАЯ СВЯТЫНЯ
- ↑ Духовник Донецкого округа протоиерей Анатолий Сахно принял участие в годовом отчётном круге казаков. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 2017-03-20.