გლიკოზილირება (ინგლ. Glycosylation) — ფერმენტაციული პროცესი, რომლის დროსაც შაქრების ნაშთები უერთდება ორგანულ მოლეკულებს. გლიკოზილირების დროს წარმოიქმნება გლიკოზიდები, ან, ცილებისა და ლიპიდების შემთხვევაში, გლიკოპროტეინები და გლიკოლიპიდები, შესაბამისად. გლიკოზილირება ცილების კოტრანსლაციური და პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციების ერთ-ერთი ფორმაა. გლიკოზილირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მემბრანული და სეკრეტირებადი ცილების სტრუქტურისა და ფუნქციებისთვის.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. edited by Ajit Varki ... (2009). Essentials of Glycobiology, Ajit Varki (ed.), 2nd, Cold Spring Harbor Laboratories Press. ISBN 978-087969770-9.