გლიზე 581 e

(გადამისამართდა გვერდიდან გლიზე 581 ე)

გლიზე 581 ე (ინგლ. Gliese) — მეოთხე ეგზოპლანეტა, რომელიც აღმოაჩინეს გლიზე 581-ის გარშემო 2009 წლის 21 აპრილს. გლიზე 581 წარმოადგენს M3V ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც პლანეტა დედამიწიდან 20 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს სასწორის თანავარსკვლავედში. გლიზე 581 ე-ს საერთო მასა მინიმუმ 1,9 დედამიწის მასის ტოლია. ეს არის ყველაზე მცირე ზომის ნორმალური ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა, მასით ყველაზე მსგავსი დედამიწასთან, რომლის ორბიტა დედავარსკვლავისაგან დაშორებულია 0,03 ასტრონომიული ერთეულით. ამ პლანეტას, სავარაუდოდ, არ გააჩნია ატმოსფერო მისი მაღალი ტემპრატურის, მცირე ზომისა და ძლიერი ვარსკვლავური რადიაციის გამო[1][2][3][4].

პლნეტა «გლიზე 581 ე»-ს წარმოსახვითი ნახატი

აღმოჩენა

რედაქტირება

პლანეტა „გლიზე 581 e“ აღმოაჩინა მეცნიერ მიშელ მაიორის ჯგუფმა, ჟენევის ობსერვატორიაში, (შვეიცარია). მკვლევარებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის სხივის სიჩქარის პლანეტის მაძიებელი ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ესო) 3,6 მეტრიანი ტელესკოპი. კვლევები ტარდებოდა ლა სილას ობსერვატორიაში, ჩილეში. აღმოჩენა გამოცხადდა 2009 წლის 21 აპრილს. მაიორის ჯგუფმა გამოიყენა სხივური სიჩქარის მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს ორბიტის სიდიდესა და პლანეტის მასას დედა ვარსკვლავის გრავიტაციაზე დაყრდნობით[1].

  1. 1.0 1.1 Mayor; et al. (2009). „The HARPS search for southern extra-solar planets,XVIII. An Earth-mass planet in the GJ 581 planetary system“ (PDF). J. Astronomy and Astrophysics. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2009-05-21. ციტირების თარიღი: 2009-04-23. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)
  2. Rincon, Paul. ; Amos, Jonathan (2009-04-21) Lightest exoplanet is discovered. BBC.
  3. Two planets identified as most similar to Earth. Los Angeles Times (2009-04-22).
  4. Most Earthlike Planet Yet Found May Have Liquid Oceans. National Geographic (2009-04-21).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: