გიულხარ ჰასანოვა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გიულხარ იბრაჰიმ ყიზი ჰასანოვა (აზერ. Gülxar İbrahimqızı Həsənova; დ. 1918 წლის 10 დეკემებრი, ბაირამლი — გ. 2005 წ. 2 აპრილი) — აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი (სოპრანო), აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1978).
გიულხარ ჰასანოვა | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1918 |
დაბ. ადგილი | ბაირამლი |
გარდ. თარიღი | 30 მარტი, 2005 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო დაკრძალვის II ხეივანი ბაქოში |
გიულხარ ჰასანოვა 1918 წლის 10 დეკემებრს შამქორის რაიონ სოფელ ბაირამლიში დაიბადა.
1935 წლიდან 1937 წლამდე სწავლობდა ბაქოს თეატრალურ ტექნიკუმში. 1959 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ინსტიტუტი.
შრომითი საქმიანობა 1936 წელს აზერბაიჯანის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო. უზეირ ჰაჯიბეკოვის დახმარებით 1942 წელს მიღებულ იქნა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც კოლორიტული ხასიათის ქალის მრავალი როლი შეასრულა. 1980 წლიდან მუშაობდა პედაგოგად. მრავალი პარტია შეასრულა ოპერებში.
გარდაიცვალა 2005 წლის 30 მარტს.