გიორგი ჩხაიძე
ქართველი მორაგბე
გიორგი ჩხაიძე (დ. 20 აგვისტო, 1981, ქუთაისი) — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე, პოზიციით მე-8 ნომერი.
გიორგი ჩხაიძე | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1981[1] (43 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
პოზიცია | მღლეტელი |
ეროვნული ნაკრები |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებასაკლუბო დონეზე მოღვაწეობს საფრანგეთში, სადაც დღემდე ექვსი გუნდი გამოიცვალა. ეს გუნდებია:
კლუბი | თამაშის პერიოდი | კეპი | ქულა |
---|---|---|---|
„მასი“ | 2006 – 08 | 22 | 5 |
„რესინგ მეთრო“ | 2008 – 09 | 12 | 5 |
„მონტპელიერი“ | 2009 – 11 | 22 | 10 |
„სენ ჟუნიენი“ | 2011 – 12 | 13 | 10 |
„ტარბესი“ | 2012 – 14 | 37 | 5 |
„ლილე“ | 2014 – დღემდე | 17 | 10 |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებადღეისათვის გიორგი ჩხაიძეს საქართველოს ნაკრებში 86 კეპი აქვს მოხვეჭილი და 35 — ქულა მოპოვებული. 2002 წლის 3 თებერვალს, თბილისში საქართველო — ნიდერლანდების დაპირისპირებისას (სადაც საქართველომ 88 - 0 გაიმარჯვა) შედგა გიორგის დებიუტი, ის ამ დროს სულ რაღაც 19 წლის იყო. ჯამში ნაკრების მაისურით გატანილი აქვს 4 ლელო. 2003, 2007, 2011 და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე გიორგი ჩხაიძე საქართველოს ღირსებას იცავდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ჩხაიძე - სტატისტიკა დაარქივებული 2016-04-15 საიტზე Wayback Machine. en.espn.co.uk (ინგლისური)