გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე (დ. 1980) — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსფ-ის მმართველი საქართველოს მხრიდან.
გიორგი ქადაგიძე | |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 თებერვალი, 2009 – 26 თებერვალი, 2016 | |
დაბადებული | 10 აპრილი თბილისი, |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
გიორგი ქადაგიძე დაიბადა 1980 წელს. 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრაციის სპეციალობით. ამავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით. მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.
გიორგი ქადაგიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბი-სი ინტერნეიშენალში“, საქართველოს სახალხო ბანკში, იყო თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხეველობის სამსახურებს. 2009 წლის თებერვლიდან - 2016 წლის თებერვლამდე გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი იყო.