გიორგი ზანთარია (დ. 21 ოქტომბერი, 1987, გალი) — ქართული წარმოშობის უკრაინელი ძიუდოისტი. ასპარეზობდა -60 და -66კგ წონით კატეგორიაში. არის ევროპის სამგზის (2011, 2017, 2019) და მსოფლიოს ერთგზის (2009) ჩემპიონი. 2019 წელს მოიგო ევროპული თამაშები. 2009 წელს, თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. არის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2011, 2013, 2014, 2018). ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებთან ერთად მოპოვებული აქვს ორი ბრინჯაოს (2013, 2015) და ერთი ოქროს (2011) მედალი.

გიორგი ზანთარაია
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1987 (1987-10-21) (37 წლის)
დაბ. ადგილი გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 172 სმ
წონა 66
სპორტი
ქვეყანა უკრაინა
სპორტი ძიუდო
ჯილდოები III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ და II ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ზანთარაია არის პარტია „ხალხის მსახურის“ კიევის ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატი.[1][2]

რესურები ინტერნეტში

რედაქტირება