გიორგი ერისთავი (გენერალ-მაიორი)
გიორგი მიხეილის ძე ერისთავი (დ. 9 მაისი, 1947, თბილისი) — ქართველი უშიშროების ოფიცერი, გენერალ-მაიორი (1999).
დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი (1972). 1973–1999 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მ. შ. 1988–1993 წლებში იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი, 1993–1994 წლებში — სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის საქალაქო სამმართველოს უფროსი, 1994–1995 წლებში — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1995–1999 წლებში — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი. 1996 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1997). 2000 წლიდან თადარიგშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 56.