გიორგი თევდორეს ძე დუნდუა (დ. 12 ივლისი, 1932, თბილისი, — გ. 2019[1]) — ქართველი ისტორიკოსი, ნუმიზმატი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1996).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1957). 1958-1968 წლებში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში, 1968 წლიდან — ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ — არქეოლოგიური კვლევების ცენტრში. ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იკვლევდა ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სამონეტო მიმოქცევის საკითხებისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964;
  • სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინთაში ძვ. წ. II – ახ. წ. IV სს., წგ.: დიდი პიტიუნტი, [წგ.] 1, თბ., 1975;
  • საქართველოს სამონეტო განძები, თბ., 1979;
  • ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 2006 (თანაავტ. თ. დუნდუა);
  • ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009 (თანაავტ. ირ. ჯალაღანია);
  • Денежное обращение центральной Колхиды в V–I вв. до н. э., Тб., 1983 (თანაავტ. Г. Лордкипанидзе);
  • Нумизматика античной Грузии, Тб., 1987.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. პატარიძე მ., ხსოვნა: გიორგი დუნდუა (1932–2019), „იბერია–კოლხეთი“, №15, 2019, გვ. 172-173.