სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გობეჩია.

გიორგი (გიგლა) ნიკოლოზის ძე გობეჩია (დ. 5 აგვისტო, 1929, თბილისი — გ. 15 ნოემბერი, 2010, იქვე) — ქართველი ინჟინერი. ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2005).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგისა (1953) და ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის (1965) სპეციალობით. 1974–94 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე. 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ჟურნალ „მეცნიერება და ტექნიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. მის სამეცნიერო შრომებში განხილულია საქართველოს წყლის რესურსების გამოყენებისა და წყალთა მეურნეობის განვითარების სხვადასხვა საკითხი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Особенности формирования водного хозяйства горных регионов, Тб., 1996 (თანაავტ. Н. Варазашвили);
  • Инженерно-экологические проблемы создания и эксплуатации водохозяйственных систем с водохранилищами горных регионов, Тб., 2001 (თანაავტ. Н. Варазашвили).

ლიტერატურა

რედაქტირება