გიონი (祇園) — იაპონიის ქალაქ კიოტოს ერთ-ერთი უბანი. იგი შეიქმნა შუა საუკუნეებში იასაკას ტაძრამდე მიმავალი პილიგრიმების საჭიროებების დასაკმატოფილებლად, მაგრამ დღეს იგი ცნობილია როგორც გეიშების სამუშაოსა და ცხოვრების უბანი.

გიონის არხი სირაკარა. მოპირდაპირე მხარეზე განთავსებულია ო-ტიაია
გიონის რესტორნები

გიონში განთავსებულია ორი ჰანამატი — გეიშების საცხოვრებელი და სამუშაო რაიობები — გიონ კობუ (祇園甲部) და გიონ ჰიგასი(祇園東). გიონი რჩება კონსერვატიულ ადგილად, სადაც შეიძლება ხელუხლებელი ტრადიციული კულტურის ხილვა.

რაიონის ნაწილი გამოცხადებულია იაპონიის ეროვნულ საგანძურად და შემუშავდა მისი აღდგენის გეგმა, რომლის თანახმადაც ყველაფერი, რაც შეესაბამება გიონის ტრადიციულ არქიტექტურას ჩავა მიწის ქვეშ.

გიონში შემორჩა მრავალი ძველი სახლი (მატტია), რომელთა ნაწილი არის ჩაის სახლები - ო-ტია.

ხშირად გიონს არასწორად მიიჩნევენ „წითელი ფარნების ქუჩად“, რაც არასწორია. „წითელი ფარნების ქუჩა“ კიოტოში არის ყბანი სიმაბარა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: