გივი შადური
გივი შადური — ქართველი რეალისტი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის რიგით მეოთხე, 1928 წლის რომანი.
„გივი შადური“ | |
---|---|
| |
ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი |
გამოცემის თარიღი | 1928 |
გვერდი | 200 |
რომანის შესახებ
რედაქტირებაგივი შადური მიხეილ ჯავახიშვილმა 1928 წელს დაწერა. რომანი სათავგადასავლო ჟანრს განეკუთვნება. შედგება ხუთი დამოუკიდებელი მოთხრობისაგან, რომელთაც ერთი საერთო გმირი ჰყავთ — ამბის მთხრობელი, სათაურშივე დასახელებული გივი შადური.
რომანის სიუჟეტი და სტრუქტურა
რედაქტირებარომანის მთხრობელი — გივი შადური ამბის მოყოლისას მკითხველს სუფრიდან ესაუბრება. შადური უკვე ხანში შესული და ცხოვრებისგან გამობრძმედილი ადამიანია. თითოეულ მოთხრობაში ის თავის მძიმე და მრავალ თავგადასავალ გამოვლილი ცხოვრებიდან ეპიზოდს იხსენებს.
- პირველ ეპიზოდ — ესპანურ სისხლში — შადური თავის ოჯახზე და ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
- მეორე ეპიზოდ — დაბრუნებულში — ის თავისი ბიძაშვილების — დათოსა და პეტრეს შესახებ ყვება. თუ როგორ სწავლობდნენ ადესაში და პეტრეს როგორ მოუწია ცხოვრების და კარიერის რუსეთში გაგრძელება.
- მესამე ეპიზოდ — შავ კლდეში გივი თავის ახალგაზრდობას იხსენებს. ყვება იმ დროზე, როცა ჯერ კიდევ „შოფერი“ იყო და თავის ყმაწვილობაში გაცნობილ რუსიკოზე. შავ კლდესთან მან ავტოკატასტროფა გადაიტანა.
- მეოთხე ეპიზოდი — წითელი ღილი — გივი შადური თავის მეორე სიყვარულზე და უკანონო ვაჟზე ჰყვება.
- მეხუთე ეპიზოდი — ბედი მდევარი — ეს მოთხრობა რევოლუციის ფონზე მიმდინარეობს. შადური ციხეში აღმოჩნდება.
პერსონაჟები
რედაქტირება- გივი შადური — მთავარი პერსონაჟი.მთხრობელი.
- რუსიკო — გივის ცოლი.
- დათიკო — გივის ბიძაშვილი.
- პეტრე — გივის ბიძაშვილი.
ფაქტები
რედაქტირებარომანის ავტორმა ჯავახიშვილმა ნაწარმოებში საკუთარი თავი გამოაჩინა. თანაც მას მეორე პირში თავად შადური მიმართავს.