სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გივი ლობჟანიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გივი ლობჟანიძე (დ. 10 ნოემბერი, 1952) — ქართველი პოლიტიკოსი.

გივი ლობჟანიძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1952 (1952-11-10) (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1975-1980 წლებში იყო ლაგოდეხის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 1980 წლიდან იყო ამავე განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება