გივი კაციტაძე
გივი კაციტაძე (დ. 21 იანვარი, 1934) — ქართველი ექიმი.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფასკულტეტი.
1964–1974 წლებში იყო სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი, ასისტენტი; 1976–1980 წლებშითბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980–1983 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან დოცენტია. 68 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; კურატორობს კატასტროფათა მედიცინის ცენტრის ტოქსიკოლოგიურ და თერაპიულ განყოფილებებს. მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში ისრაელსა (1996) და იტალიაში (1997).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნაწლავთა ფუნქციური მდგომარეობის საკითხისათვის წყლულოვანი დაავადების დროს მკურნალობამდე და მის შემდეგ“, დაიცვა 1972 წელს.
გივი კაციტაძე არის ევროპის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი და ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — გივი კაციტაძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა