გივი ედიბერიძე
გივი კონსტანტინეს ძე ედიბერიძე (დ. 12 მაისი, 1924, თბილისი, — გ. 16 ნოემბერი, 1997, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მექანიკოსი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი (1949). 1949 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ჩაის საკრეფი მანქანის „საქართველოს“ შექმნაში მონაწილეობისათვის 1967 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის ლენინური პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 454.