გიგოს გორა
გიგოს გორა — ბორცვი ქალაქ თელავის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ქალაქის შვიდი ისტორიული ბორცვიდან ერთ-ერთი.
სახელწოდება უკავშირდება თავად გიგო ვახვახიშვილს, რომელიც ამ ადგილს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ფლობდა. არქეოლოგიურად შეუსწავლელია. დაზვერვების დროს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუთარიღებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდგომ პერიოდში გორა წარმოადგენდა მასობრივი დახვრეტების ადგილს.[1] XX საუკუნის ბოლოს გიგოს გორის ტყიანი საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავე პერიოდში ააგეს წმ. ნინოს ეკლესია.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16908
- თოფურია, თ. გიგოს გორა - დახვრეტილების სამარხები თელავში. „რადიო თავისუფლება“, RFE/RL. სექტემბერი 04, 2019.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა რეპრესიები თელავში 1924 წლის სექტემბერში / თენგიზ სიმაშვილი // V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, შრომები. – 2019.
- ↑ თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნება.-თბ.,2009.-გვ.74-75. 2.უჯარმიდან ალავერდამდე.-[თბ.,2013].-გვ.27.