გიგოლაანთ სალოცავი

გიგოლაანთ სალოცავი — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კორკულაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

რიყის ქვით ნაგები, დანგრეული გოგოლაანთ სალოცავი, მუხნარში დგას. კედლები, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნახევარწრიული აბსიდა იკითხება. შემორჩენილია აბსიდის ჩრდილოეთი ფასადი. ეკლესიის გარშემო ძველი საფლავის ქვებია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 98