გია მოსეშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ფიროსმანის მოედნიდან გია ყანჩელის ქუჩამდე. 2023 წლამდე იყო გიორგი ჩიტაიას ქუჩის ნაწილი. 2023 წელს ამ მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო სკვერს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის — გია მოსეშვილის სახელი ეწოდა.[1]

გია მოსეშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ახალი კუკია