ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გვენეტაძეები — ქართული (იმერული) წარმოშობის გვარი. წყაროებში იხსენიებიან XVI საუკუნის დასაწყისში. ისტორიული რეალობიდან მოყოლებული დღემდე გვარის წარმომადგენელთა უმრავლესობა განსახლებულია იმერეთში ძირითადად თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. გვარის წარმომადგენლები ატარებდნენ ორი სახის სოციალურ მდგომარეობას, მათი ნაწილი აზნაური იყო. გვენეტაძეები იყვნენ იმერეთის მეფის ქვეშემრდომები.

ქართული გვარების საშენ მასალად ხშირადაა გამოყენებული ასო ტ. გვენეს დაემატა ასო ტ და მიღებული იქნა გვენეტაძე, ამავე ძირისაა გვარი გვეტაძე. ქართულ სამართლის ძეგლებში მიგნებულია სამი დოკუმენტი, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ თუ რომელი წლიდან მოიხსენიებიან გვენეტაძეები, სად ცხოვრობდნენ და როგორი სოციალური მდგომარეობის იყვნენ. 

გვენეტაძე მოუკლავს სქრიაყოფელს, მაჭავარიანების ყმას, რის გამოც შუღლი ჩამოვარდნილა მაჭავარიანსა და კონსტანტინეს შორის. ეს ფაქტი შეტანილია ისტორიულ მასალებში, რომელიც დათარიღებულია 1565-1583 წლებით. 

„წყალწითელას მცხოვრებ როსტევანა გვენეტაძეს მართებს ბეგარა ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). 

„ხუცია გვენეტაძე მოწმეა კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1673-1696 წლებში). 

1840-იან წლებიდან იმერეთში გვენეტაძეები ცხოვრობენ სოფლებში – დაბაძველი, ეწერი, მუხაყრუა, სუფოთი, სიმონეთი. 

ვარაუდით, გვენეტაძე და გვეტაძე ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. მათ სოფლებში: ქუთაისში, ციხიასა და ჭოგნარში უნდა ეცხოვრათ. იქიდან როცა გასულან, დასახლებულ სოფლებში ინფიქსი ნ ჩაუმატებიათ. 

დღესდღეობით საქართველოში ორი ათასზე მეტი გვენეტაძე ცხოვრობს. გვარის წარმომადგენელთა უმრავლესობა ძირითადად ცხოვრობს: თერჯოლის მუნიციპალიტეტიში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქუთაისსა და თბილისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვენეტაძეები“-დან