გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი
გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი (ესპ. Basílica de Nuestra Señora de Guadalupe) — კათოლიკური ეკლესია, ბაზილიკა და მექსიკის ეროვნული სალოცავი მეხიკოს ჩრდილოეთ ნაწილში. ტაძარი აშენებულია ტეპეიაკის ბორცვზე, სადაც გადმოცემის თანახმად, გვადალუპს ღვთისმშობელი წმინდა ხუან-დიეგოს გამოეცხადა. ძეგლი ასევე ცნობილია ლა-ვილია-დე-გვადალუპეს ან უბრალოდ ლა-ვილიას სახელით და მასთან დაკავშირებულია რამდენიმე ეკლესია და შენობა.
გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რომის კათოლიკური ეკლესია |
ქვეყანა | მექსიკა |
ადგილმდებარეობა | მეხიკო |
კურთხევის წელი | 12 ოქტომბერი, 1976 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
საიტი | basilica.mxv.mx |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
| |
ტევადობა | 10 000 |
გუმბათის დიაგ. (გარე) | 100 |
ახალ ბაზილიკაშ ინახება წმინდა ხუან-დიეგოს მოსასხამი, რომელიც გვადალუპეს ღვთისმშბლის ხატს უჭირავს. ტაძარი კათოლიციზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პილიგრიმული ადგილია და მას ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს, განსაკუთრებით 12 დეკემბერს, გვადალუპეს ღვთისმშობლის დღესასწაულზე.
ისტორია
რედაქტირებაესპანელთა მიერ მექსიკის დაპყრობის შემდეგ, კაპელა აცტეკების დედა-ღვთაების, ტონანცინის ტაძრის ადგილას აშენდა. 1531-32 წლებიდან, ამ ადგილისაკენ პილიგრიმები უწყვეტად მოემართებიან. 1532 წელს, ტეპეიაკის ბორცვზე სალოცავი აშენდა, რომელიც მორწმუნეებს 90 წლის მანძილზე ემსახურებოდა. 1622 წელს მის ადგილას მდიდრული ეკლესია აშენდა, 1709 წელს კი კიდევ ერთი, მასზე მდიდარი ტაძარი. 1904 წელს ეკლესიამ ბაზილიკის სტატუსი მიიღო.
გალერეა
რედაქტირება-
ძველი ბაზილიკა
-
პოკიტოს კაპელა
-
კაპუცინ მონაზონთა ტაძარი
-
გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატი ახალ ბაზილიკაში
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) Interactive tour of the Basilica campus დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Official website of the Basilica, Virgen de Guadalupe