გეჯეთის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

გეჯეთის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში. განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას.

ნამოსახლარი ბორცვის ჩრდილოეთი ნაწილი დროთა განმავლობაში განადგურდა მდინარის ეროზიის შედეგად. გადარჩენილ ფართობზე გამოიყო 0,5 მ. სიმძლავრის ორი კულტურული ფენა. აქ აღმოჩენილ კერამიკას ნოსირი III ფენის სინქრონულად მიიჩნევენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24415