გერულფ I (ჰოლანდია)
გერულფ I (გერმ. Gerulf von Holland, ნიდერლ. Gerolf van Holland) (დ. დაახ. 850 — გ. დაახ. 896) იყო გრაფი ფრისლანდიაში და ჰოლანდიის გრაფების დინასტიის დამაარსებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგერულფი ფრიზი გრაფის დიტრიხის ვაჟი იყო და ისტორიული წყროებით დადასტურებულია, რომ მას მამულები ჰქონდა შუა ფრისლანდიაში და გრაფის ტიტულს ატარებდა. 839 წლის 8 ივლისს ლუი I-მა მას მამულები უბოძა ვესტრიხგაუში. სავარაუდოდ გერულფი კორვაის მონასტრის დამაარსებლებთან უნდა ყოფილიყო დანათესავებული. მას ცოლად უნდა ჰყოლოდა კორვაის აბატის ვალა ფონ კორბის ასული. სიცოცხლის ბოლო წლებში გერულფი ბერად იყო აღკვეცილი კორვაის მონასტერში.
- შვილები
- გერულფ II ფონ კენემერლანდი
- გერჰარდი
- გუნთარი, კიოლნის არქიეპისკოპოსი (850-863)
- სახელით უცნობი ასული, უტრეხტის ეპისკოპოს რადბოდის დედა(899-917).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (გერმანული) შუასაუკუნეების გენეალოგია დაარქივებული 2007-03-26 საიტზე Wayback Machine.