გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან გეოინფორმაციული სისტემები)

გეოინფორმაციული სისტემა (ინგლ. GIS) — სხვადასხვა სახის პერიოდული სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, შენახვის, ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა კვლევის ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. ეს სისტემები ფართოდ ინერგება საზოგადოებრივი მმართველობის თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობაში. GIS-ის პრობლემური ორიენტაცია განისაზღვრება მასში გადაწყვეტილი ამოცანებით (სამეცნიერო და გამოყენებითი), მათ შორის საინფორმაციო ან სტატისტიკური რესურსების ინვენტარიზაცია, ანალიზი, შეფასება, მონიტორინგი, მართვა, დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა.

GIS პროექტების რეალიზაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: წინასაპროექტო კვლევა (feasibility study), ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, დანახარჯები/ამონაგების შეფარდების დადგენა (cost/benefit analysis), სისტემური პროექტირება (პილოტ-პროექტის სტადიის ჩათვლით), GIS-ის დამუშავება და ტესტირება ტერიტორიულ ფრაგმენტზე ან ტესტურ არეალზე, საცდელი ნიმუშის შექმნა, დანერგვა და ექსპლუატაცია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება