გენო ვაჩიბერიძე
გენო დავითის ძე ვაჩიბერიძე (დ. 15 მარტი, 1931, ქუთაისი) — ქართველი ფიზიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2007).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1954). 1955–1958 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი გეოფიზიკის ინსტიტუტში (მოსკოვი). 1959–1975 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში იყო ლაბორატორიის გამგე, 1976–1991 წლებში იყო სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (მოსკოვი) თბილისის ფილიალის დირექტორი. 1991–2005 წლებში იყო ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 2004 წლიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი.
მონაწილეობდა საქართველოში პირველი ციფრული (იმპულსური) ელექტრონული გამოთვლითი მანქანის „დელისის“ შექმნაში. 1975–1989 წლებში იყო სარაკეტო და სამხედრო დანიშნულების სხვა სისტემების ციფრული მართვის მოწყობილობათა კომპლექსების დაპროექტებისა და შექმნის ხელმძღვანელი (მთავარი კონსტრუქტორი). ვაჩიბერიძის სამეცნიერო შრომები ეხება ციფრული სისტემების სიზუსტისა და სწრაფქმედების, მდგრადობისა და საიმედოობის საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მოდელირების საფუძვლები, თბ., 2009.
- კომპიუტერების არქიტექტურის საფუძვლები, თბ., 2010.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.