გენერალი სტეფან გროტ როვეცკის სახელობის ხიდი

გენერალი სტეფან გროტ როვეცკის სახელობის ხიდი (პოლ. Most gen. Stefana Grota-Roweckiego) — ხიდი მდინარე ვისლაზე ვარშავაში. აშენდა პერიოდში 1977-დან 1981 წლამდე, როგორც მსხვილი ტორუნსკის ტრასის შემადგენელი ნაწილი.

გენერალი სტეფან გროტ როვეცკის სახელობის ხიდი
პოლ. Most gen. Stefana Grota-Roweckiego
კოორდინატები: 52°17′14″ ჩ. გ. 20°59′43″ ა. გ. / 52.28722° ჩ. გ. 20.99528° ა. გ. / 52.28722; 20.99528
ადგილმდებარეობა პოლონეთის დროშა პოლონეთი
გენერალი სტეფან გროტ როვეცკის სახელობის ხიდი — პოლონეთი
გენერალი სტეფან გროტ როვეცკის სახელობის ხიდი
მემორიალური დაფა
ხიდის სტრუქტურა

ხიდის პირველი პროექტები ჯერ კიდევ 1960-იანებში გამოჩნდა. თავდაპირველად იგეგმებოდა, როგორც დაკიდებული ხიდი ორ პილოტზე, მოგვიანებით ეკონომიის მიზნით პროექტი შეცვალეს. საბოლოო პროექტი შემუშავებული იყო ინჟინერების გუნდით, საკონსტრუქტორო ბიუროდან „დედაქალაქი“ ვიტოლდა ვიტკოვსკის ხელმძღვანელობით.

ხიდი გაიხსნა 1981 წლის 28 ნოემბერს. იმ დროს ქვეყანაში აქტიურად მუშაობდა პროფკავშირი „სოლიდარობა“. ხელისუფლების მხრიდან დათმობის სახით, ხიდს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გენერალის სტეფან როვეცკის სახელი დაერქვა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით „გროტ“. ეს ფაქტი გაკვირვებას იწვევდა კომუნისტურ დროში ამიტომ, ხიდისთვის როვეცკის სახელის მინიჭებამ გამოიწვია ომის ვეტერანებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მასობრივი დემონსტრაციები.

სეკეროვსკის ხიდთან ერთად, გენერალი სტეფან გროტ როვეცკის სახელობის ხიდი არის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ხიდი ვარშავაში და ამასთანავე ყველაზე ცოცხალი. ხიდის სიგრძე 645 მეტრია. ის შედგება ორი კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ნაწილისაგან, რომელთაგან თითოეულს ოთხი ხაზი გააჩნია.

ხიდი ცუდადაა ადაპტირებული ქვეითისთვისა და ველოსიპედისტებისთვის. მას გააჩნია ქვეითის ორი ზოლი, მაგრამ იმდენად ვიწროა რომ აფერხებს მოძრაობას.

რეკონსტრუქცია ავტომაგისტრალისთვის S8

რედაქტირება

2009 წლის სექტემბერში დაიწყო ტორუნული ტრასის რეკონსტრუქცია ხიდთან ერთად, ის ფართოვდებოდა ათ ხაზამდე (5-5 ყოველ მიმართულებაზე). რეკონსტრუქციისა და დამაკავშირებელი ხაზის კონოტოპისა და პოვონზკოვსკოს ქუჩაზე მშენებლობის დასრულებისას მთელი მარშრუტი, ჩქაროსანი მაგისტრალის S8-ს ნაწილი გახდა.

პროექტის რეალიზირება დაგეგმილი იყო 2008-დან 2010 წლამდე, მაგრამ ქალაქს პრობლემები შეექმნა, მარიას სკლოდოვის-კიურის ახალი ხიდის მშენებლობასთან, რამაც შეჩერება გამოიწვია, რეკონსტრუქციის დროს ალტერნატიული მარშრუტების უქონრობის გამო.

რეკონსტრუქციის კონტრაკტს ხელი 2013 წელს მოეწერა. 2015 წლის ოქტომბერში სამუშაოები დასრულებული იყო და ხიდი კვლავ გაიხსნა[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Warszawski Most gen. Stefana Grota-Roweckiego otwarty! Polish. Polish Ministry of Development. Polish Ministry of Development (2015-09-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტატა: „"Anticipated completion date of October 2015. "“ ციტირების თარიღი: 2017-01-25.