ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გენადი ზაიჩიკი (დ. 11 თებერვალი, 1957, თბილისი, საქართველოს სსსრ) — ქართველი ჟურნალისტი და მოჭადრაკე, ოსტატი (1974), საერთაშორისო ოსტატი (1978), საერთაშორისო დიდოსტატი (1984), საქართველოს ჩემპიონი (1978, 1979, 1985). ოთხჯერ მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში. მსოფლიო XXX საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტის სპეციალობით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 45.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გენადი_ზაიჩიკი“-დან