გელასი კესარიელი
გელასი კესარიელი (გ. 395 წ.) — კესარიის ეპისკოპოსი (367–373, 379–395 წწ.) და საეკლესიო მწერალი.
373–379 წლებში, როგორც ნიკეის კრების მტკიცე მიმდევარს, არიანელებმა იძულებით დატოვებინეს საპისკოპოსო კათედრა.
მონაწილეობდა კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაში 381 წელს.
გელასის არც ერთი შრომა ჩვენამდე არ შემორჩენილა, მაგრამ ზოგი წყარო იმოწმებს მის ნაშრომებს, საიდანაც ჩანს, რომ მას დაუწერია ევსები კესარიელის ეკლესიის ისტორიის გაგრძელება.[1]
გელასი იყო კირილე იერუსალიმელის ძმისწული.[2]