გეირანგერფიორდი (ნორ. Geirangerfjorden) — ფიორდი ნორვეგიაში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში. მისი სიგრძე 15 კმ-ია და წარმოადგენს სტროფიორდის ერთ-ერთ ტოტს. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი.

გეირანგერფიორდი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 62°07′16″ ჩ. გ. 07°07′44″ ა. გ. / 62.12111° ჩ. გ. 7.12889° ა. გ. / 62.12111; 7.12889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1195
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1195
ინგლ.რუს.ფრ.

გეირანგერფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის ნერიოიფიორდთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ ეს სტატუსი ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას, რადგან ფიორდის თავზე დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა.

ფიორდის გასწვრივ, მრავალი მიტოვებული ფერმერული მეურნეობა მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება