გარნაჰოვიტის წმინდა გიორგის ეკლესია

გარნაჰოვიტის წმინდა გიორგის ეკლესია (სომხ. Սուրբ Գեւորգ Եկեղեցի; სურფ გევორქი) — ეკლესია სომხეთში. მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციაში, სოფელ გარნაჰოვიტის ცენტრში. მისი შთამბეჭდავი არქიტექტურა დომინირებს მიმდებარე სოფელსა და ლანდშაფტზე.[1]

წმინდა გიორგის ეკლესია
Սուրբ Գեւորգ Եկեղեցի
გარნაჰოვიტის წმინდა გიორგის ეკლესია — სომხეთი
გარნაჰოვიტის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°49′00″ ჩ. გ. 43°57′00″ ა. გ. / 40.81667° ჩ. გ. 43.95000° ა. გ. / 40.81667; 43.95000
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ადგილმდებარეობა გარნაჰოვიტი, არაგაწოტნის პროვინცია დროშა: სომხეთი სომხეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი
თარიღდება VII საუკუნის შუა ხანებით

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესიას აქვს ერთადერთი, დიდი, ბიზანტიური სტილის, წითელი კრამიტით გადახურული რვაკუთხა ქოლგისებრი გუმბათი, რომელიც ორიენტირებულია შენობის ცენტრზე. გუმბათოვანი გადახურვის ეს სტილი უჩვეულოა სომხური არქიტექტურისათვის, განსაკუთრებით კი დიდი ზომის ნაგებობებისათვის. გუმბათი დაფუძნებულია რვაკუთხა ყელზე, რომელშიც 12 პატარა სარკმელია გაჭრილი. წყვილ-წყვილი სარკმელი განთავსებულია ოთხ მხარეზე, თითო-თითო კი დარჩენილ ოთხზე. ეკლესია სულ მცირე ერთხელ მაინცაა განახლებული.[1]

  1. 1.0 1.1 Kiesling, Brady; Kojian, Raffi (2005) Rediscovering Armenia: Guide, 2nd, Yerevan: Matit Graphic Design Studio, გვ. 49. ISBN 99941-0-121-8.