გარდატენის მწვანე საყდარი
მწვანე საყდარი, ფერისცვალების საყდარი – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე. აგებულია X-XI საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია (14,2 X 7,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია ნატეხი და მომწვანო ფერის ტუფის ქვით. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ პილასტრზე გადადიოდა სამ-სამი დეკორატიული თაღი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.