გაოსიუნი

ქალაქი ტაივანში

გაოსიუნი (ოფიციალურად ქალაქი გაოსიუნი) ― სპეციალური მუნიციპალიტეტი ტაივანის სამხრეთ ნაწილში. გაშლილია სანაპირო ურბანული ცენტრიდან სასოფლო იუშანის ქედამდე. მუნიციპალიტეტი ფართობია 2 952 კმ²-ია. 2023 წლის ოქტომბრისთვის ქალაქის მოსახლეობა 2 730 000 ადამიანს შეადგენს და ყველაზე მრავალბინადრიანი ქალაქია სამხრეთ ტიავანში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით − მესამე ადგილზეა.

დასახლებული პუნქტი
გაოსიუნი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-zh-tw" does not exist
დროშა გერბი

ქვეყანა ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
შიდა დაყოფა 鹽埕區, 鼓山區, 左營區, 楠梓區, 三民區, 新興區, 前金區, 苓雅區, 前鎮區, 旗津區, 小港區, 鳳山區, 林園區, 大寮區, 大樹區, 大社區, 仁武區, 鳥松區, 岡山區, 橋頭區, 燕巢區, 田寮區, 阿蓮區, 路竹區, 湖內區, 茄萣區, 永安區, 彌陀區, 梓官區, 旗山區, 美濃區, 六龜區, 甲仙區, 杉林區, 內門區, 茂林區, 桃源區 და 那瑪夏區
კოორდინატები 22°36′54″ ჩ. გ. 120°17′51″ ა. გ. / 22.61500° ჩ. გ. 120.29750° ა. გ. / 22.61500; 120.29750
მმართველი Han Kuo-yu
დაარსდა 25 დეკემბერი, 2010
ფართობი 2951.8524 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 9 მეტრი
მოსახლეობა 2 733 964 (2023)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 7
ოფიციალური საიტი https://www.kcg.gov.tw/ და https://www.kcg.gov.tw/en
გაოსიუნი — ტაივანი
გაოსიუნი

გაოსიუნი XVII საუკუნეში დაარსდა როგორც პატარა სავაჭრო სოფელი და ტაკაუდ (ან ტაკოუ) იწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი სამხრეთ ტაივანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად გადაიქცა. მრეწველოის წამყვანი დარგებია: ქარხნული წარმოება, მეფოლადეობა, ნავთობის რეფინირება, ტვირთის გადაზიდვა და გემთმშენებლობა. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიხედვით, გაოსიუნი გამა დონის გლობალურ ქალაქადაა შეფასებული.[1] გაოსიუნს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგანაც ტაივანის მთავარი პორტია. გაოსიუნის პორტი ტაივანის უდიდესი და ყველაზე დატვირთული პორტია, რომელზეც ქვეყნის მასშტაბით კონტეინერების ექსპორტისა და იმპორტის 67% მოდის. გაოსიუნის საერთაშორისო აეროპორტი ტაივანის მასშტაბით მეორე ადგილზეა მგზავრთბრუნვის მიხედვით. ქალაქი სხვა მთავარ ქალაქებთან მაღალსიჩქარიანი და ტრადიციული რკინიგზითაა დაკავშირებული. ქალაქი ჩინეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალებისა და საზღვაო აკადემიის ცენტრია.

  1. The World According to GaWC 2020. Globalization and World Cities (GaWC) Research Network. ციტირების თარიღი: 31 August 2020