განჯის საავტომობილო ქარხანა

განჯის საავტომობილო ქარხანა (ინგლ. Gəncə Avtomobil Zavodu) — ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების მწარმოებელი ქარხანა აზერბაიჯანში.

ქარხანა მდებარეობს ქალაქ განჯაში და მისი ისტორია იწყება 1986 წლიდან.

ქარხნის მშენებლობა 1986 წელს კიროვაბადის საავტომობილო ქარხანით სახელწოდებით დაიწყო. საწარმოო სიმძლავრე გათვლილი იყო 30 000 მანქანის წარმოებისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქარხანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ 2000-იან წლებში დაიწყო აღდგენა და განვითარება.

2004 წელს განჯის საავტომობილო ქარხანა ოფიციალურად ამოქმედდა განახლებული ფორმით.

ქარხანაში აწყობილი პირველი მანქანა ВАЗ‑11113 იყო.

2005 წელს განჯის საავტომობილო ქარხანამ ხელი მოაწერა კონტრაქტებს ჩინურ საავტომობილო ასოციაციასთან Changan და Lifan-თან. 8 ოქტომბერს ქარხანაში პირველი ჩინური მანქანა გამოუშვეს.

2008 წელს ქარხანამ 600-მდე მანქანა და ტრაქტორი გამოუშვა.

2016 წელს განჯის საავტომობილო ქარხანამ და ურალის საავტომობილო ქარხანამ გააფორმეს კონტრაქტი აზერბაიჯანში ურალის მანქანების აწყობისა და გაყიდვის შესახებ[1][2]. 2017 წელს ჩეხეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლებთან გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანში Tatra-ს ბრენდის სატვირთო მანქანების წარმოებისთვის[3].