განხილვა:Pesa 120Na
ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL
რა ჯანდაბაა ეს პოლონეთის ტრამვაი? ჯერ ვის მოაფიქრდა ასეთი უაზრო დასახელების კატეგორიის შექმნა და მერე კიდევ თუ აწერთ კატეგორიას ბარემ შექმენით ასეთი კატეგორია. ეს კატეგორია არ არსებობს და თუ იარსებებს უნდა ერქვას პოლონური ტრამვაი! Beqa Ninikuri განხილვაწვლილი
- ბექა, გირჩევ, ტონი შეცვალო, არაა საჭირო ეს აგრესია. ნუ საუბრობ მესამე პირში, შენ ვიკიპედიის ნაწილად არ თვლი თავს? — Mikheil მიწერა 22:21, 30 ნოემბერი 2015 (UTC)
მე კატეგორიების და ქვეკატეგორიების შექმნა არ ვიცი და ვინც ასე კარგად იცის ყველაფერი რომ სხვებს უსწორებს, თავად შექმნას ქვეკატეგორიები. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი
- რას ჰქვია, სხვებს უსწორებს? ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, როდესაც ჩვენ რაიმე მასალა შეგვაქვს, ამით ავტომატურად ვეთანხმებით მის პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ჩასწორება ნებისმიერს შეუძლია. არ მოგწონს განხორციელებული ცვლილება? განხილვის გვერდი ამისათვის არსებობს, რომ ცივილურად ვიკითხოთ, რატომ მოხდა ასე. — Mikheil მიწერა 22:24, 30 ნოემბერი 2015 (UTC)
ვიკიპედიაში მუშაობის სურვილს მიკარგავთ... Beqa Ninikuri განხილვაწვლილი
- რა არ მოგწონს? რას აპროტესტებ? არ იცი რაიმე? ხომ შეიძლება გვკითხო და აგიხსნათ, როდესმე უარი გითხარით? — Mikheil მიწერა 22:27, 30 ნოემბერი 2015 (UTC)
კატეგორიაში ტრამვაი გთხოვთ ჩაამატოთ სამი ქვეკატეგორია: ტრამვაის სისტემები, პოლონური ტრამვაის ვაგონები, ჩეხური ტრამვაის ვაგონები. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი
- მარტივია. შექმენი კატეგორია „პოლონური ტრამვაის ვაგონები“. დააჭირე წითელს და შიგთავსში ჩაუწერე [[კატეგორია:ტრამვაი]]. ჩვეულებრივ ჩაუსვი ამ კატეგორიის ინტერვიკები. ასევე მოიქეცი სხვა შემთხვევებში. — Mikheil მიწერა 22:32, 30 ნოემბერი 2015 (UTC)
მადლობა! Beqa Ninikuri განხილვაწვლილი
- შენ მიერ შექმნილი კატეგორიები მოძებნე რომელიმე ვიკიში, აუცილებლად ჩაუსვი ინტერვიკები და სულ ეგაა. აი, ასე, როცა რამეს ვერ აკეთებ, გვკითხე, ნუ გვისაყვედურებ, ჩვენი, ყველას მიზანი ერთია — აქ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ! როცა რაღაც არ ვიცით, ვეკითხებით ერთმანეთს, ვეხმარებით და სწორედ ასე იქმნება კარგი ვიკიპედია. — Mikheil მიწერა 22:43, 30 ნოემბერი 2015 (UTC)
- @Beqa Ninikuri: ფეისბუკზე თუ ხარ, ჩემს პირად გვერდზე მითითებული მაქვს ჩემი მისამართი და დამამატე. — Mikheil მიწერა 22:58, 30 ნოემბერი 2015 (UTC)