განხილვა:ჯავა (პროგრამირების ენა)
Untitled
რედაქტირებაშეიძლება სათაური გავამარტივოთ და იყოს ჯავა (პროგრამული ენა)? სხვა ფორმებს რედირექტი გაუკეთდეს, რომ ამ ფორმაზე მიგვიყვანოს... ასე უფრო უნიფორმული იქნება. მგონი ადრე რაღაც პროგრამული ენა მსგავსი ფორმით უკვე შეიქმნა. Alsandro 20:32, 17 თებერვალი 2006 (UTC)
მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ ქართულ ვიკიში ლათინური ენა სტატიის სათაურში ამოვარდეს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრია.Zangala 20:50, 17 თებერვალი 2006 (UTC)
- ლათინურის სრულად ამოღება ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანას უნდა ვეცადოთ. მაშ მეთანხმები, რომ ჯავა (პროგრამული ენა)-ზე გადავიყვანოთ? Alsandro 20:54, 17 თებერვალი 2006 (UTC)
ხომ არ ჯობია სათაური იყოს Java (პროგრამირების ენა)? Java და ჯავა ორი სხვა-და-სხვა რამაა. ეს ტექნოლოგიის სახელია და არ უნდა ითარგმნებოდეს. აბა როგორ თარგმნით Java SE -ს? როგორც "ჯავა SE"? ტყუილად შემოიტანს დაბნეულობას.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ეწეროს Java და არა ჯავა. ძებნისას მეტი შანსია მომხმარებელმა აკრიფოს Java და არა ჯავა.
ჯეიმზ გოსლინზე მთელი წვლილის მიწერა არ იქნება სწორი. ჯობია "ჯეიმზ გოსლინგის ხელმძღვანელობით" მაინც დაიწეროს. ჯავას საწყის ეტაპზე განვითარებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული (http://java.sun.com/features/1998/05/birthday.html). თუმცა ალბათ დეტალები ჯობია სადმე სხვაგან გავიდეს: Java-ს ისტორიაში ან მსგავსში.
ვიკიპედიაში მოქმედებს ე.წ. გადამისამართებების სისტემა. სიტყვა Java–ს აკრეფისას მომხმარებელი გადამისამართდება ჯავა (პროგრამირების ენა)–ზე. რაც შეეხება სტატიაში უზუსტობებს – თუ გაგაჩნიათ წყარო, იყავით გაბედული რედაქტირებაში.--George Mel , 07:09, 16 აპრილი 2009 (UTC)
სრული უაზრობაა სახელი "ჯავა (პროგრამირების ენა)"!!! უნდა იყოს "Java (პროგრამირების ენა)"!!!
არავიტარი უფლება გადაკეთების არა გვაქვს. შეგვიძლია ერთადერთი მიუწეროთ როგორ წარმოითქმება (რომ იავა არ ეძახონ, როგორც გერმანელები და რუსები ეძახიან).
ნახეთ რუსული და იაპონური სტატიები როგორაა:
http://ru.wikipedia.org/wiki/Java http://ja.wikipedia.org/wiki/Java
გარდა ამისა Google და Yahoo არ ეძებენ Wikipedia-ს გადამისამართებით, მაგრამ სათაურს კარგად ხვდებიან. ასე რომ ჩვენ საკუთარ მომხმარებლებს ვკარგავთ სრულიად უადგილო "თარგმანით".
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ javaს სპეციფიკაციას ასეთი რამ აწერია:
The Java (TM) Language Specification
ანუ Java არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. სადაც უბრალოდ Java წერია იმას უდგება შემდეგი განმარტება: Sun, Sun Microsystems, the Sun logo, Solaris, Java, JavaScript, JDK, and all Java-based trademarks or logos are trademarks or registered trademarks of Sun Microsystems, Inc.
ახლა ხომ გასაგებია!? Java ტრეიდ მარკია და მას ვერ ვთარგმნით. ის ისე უნდა მოვიხსენიოთ როგორც არის!!!
- ხელმოწერა ნუ გავიწყდება. სტატიის ისტორია არ უნდა დაიკარგოს სტატიის გადატანისას. ესეც ხომ გასაგებია!!!--ცანგალა (გ) 10:45, 17 აპრილი 2009 (UTC)
რომელმა დაამატეთ Java-ში სტატიაზე JavaScript-ის რესურსი?!!!! script.aculo.us შეიძლება კარგი რამაა მაგრამ აქ არაფერი ესაქმება! Dimitri Kurashvili 17:41, 6 იანვარი 2010 (UTC)
აპლეტების ახსნა.
რედაქტირებამგონი აპლეტების ახსნა და მაგალითი უპრიანი იქნება ცალკე თემად იყოს გატანილი, რადგან მოცემულ სტატიასთან პირდაპირ კავშირში არაა (ანალოგიურად ათასობით სხვა ჯავა ტექნოლოგიის მაგალითის მოყვანა შეიძლება, მათ შორის ბევრად უფრო თანამედროვე და მნიშვნელოვანების ვიდრე აპლეტებია) და უფრო მეტი დაბნეულობა შემოაქვს ვიდრე ეხმარება მკითხველს სტატიის აღქმაში. — პრეტორიანელი განხილვაწვლილი 02:02, 31 მარტი 2010 (UTC)
ჯეიმზ გოსლინგის ავტორობა
რედაქტირებაჯავას ინგლისური გვერდი http://en.wikipedia.org/wiki/Java_(programming_language) პირველივე წინადადებაში ცალსახად ასახელებს ჯეიმზ გოსლინგს ჯავას ავტორად და ამონარიდშიც მას მიაწერს ავტორობას. მგონი საკმარისი არგუმენტია იმისთვის რომ არც ქართულ ვერსიაში დავუკარგოთ ამ კაცს ღვაწლი. ჯავაზე წლების განმავლობაში მართლაც ბევრი ადამიანი მუშაობდა, მაგრამ როგორც ენა გოსლინგმა შექმნა და ამაზე მაინც და მაინც არავინ დაობს. — პრეტორიანელი განხილვაწვლილი 02:01, 31 მარტი 2010 (UTC)
EE რედაქციის სექცია
რედაქტირება"საწარმო Java ობიექტები (EJB)" - მგონი კატეგორიულად არასწორია. თუ არ ვთარგმნით Applet- სა და Servlet- ს და პირდაპირ ვწერთ "აპლეტი" და "სერვლეტი" ასევე უნდა იყოს Bean - ის შემთხვევაშიც. Bean არ ნიშნავს უბრალოდ ობიექტს და გარდა EJB - სა არსებობს ასევე უბრალოდ Java Bean - ის ცნებაც. ჯავას ტერმინოლოგიაში ცალსახად არის განსაზღვრული თუ სად და რა შემთხვევაში გამოიყენება სიტყვა ობიექტი და სად bean(ბინი)?
ასევე საკამათოა "Java EE[16] კორპორატიული რედაქცია" Enterprise Edition არის და არა Corporate Edition ამ შემთხვევაში Enterprise - ს არ შეესაბამება "კორპორატიული" მითუმეტეს რომ იმავე წინადადებაში სადაც ჩამოთვლილია ქვეტექნოლოგიები EJB ნათარგმნია როგორც "საწარმო Java ობიექტები (EJB)". EJB აბრევიატურაში "E" არის Enterprise. — იოსები განხილვაწვლილი 07:04, 31 მარტი 2010 (UTC)
გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
რედაქტირებამოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,
ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ჯავა (პროგრამირების ენა). გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20070618074030/https://duke.dev.java.net/green/ https://duke.dev.java.net/green/-ზე
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.—InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 21:51, 29 დეკემბერი 2020 (UTC)