განხილვა:ცნობილი ქართველები: ა
გადავაკეთე გვერდი ცნობილი ქართველები, ვინაიდან ერთ გვერდზე ყველა ქართველს ვერ მოათავსებ. როგორც მინიმუმ, 33 გვერდია საჭირო ასოების შესაბამისად. გადავხედე სხვა ვიკიპედიებს და ცალკეულ ასოებზე გვერდების სათაურები სხვადასხვანაირად აქვთ ჩაწერილი, ასე მაგალითად:
- ცნობილი ქართველები: ა --- ინგლისური, პორტუგალიური, შვედური
- ცნობილი ქართველები/ა --- გერმანული
- ცნობილი ქართველები - ა --- ესპერანტო, პოლონური
- ცნობილი ქართველები ა --- ჰოლანდიური
- ცნობილი ქართველები (ა) --- ესპანური, ესტონური
მე ამ უკანასკნელს მივანიჭე უპირატესობა, ვინაიდან ( ) ჩვენ სათაურებში ხშირად გვაქვს გამოყენებული, მაგალითად: ბერლინი (მხარე), ბერლინი (ქალაქი).
თქვენ რას იტყვით ?!
- ამ ხუთნაირი სათაურებისაგან შედარებით მისაღები მიმაჩნია "ცნობილი ქართველები: ა" და "ცნობილი ქართველები (ა)", ოღონდ ეს მეორე ცოტა პრობლემატური მეჩვენება. მართალია სათაურებში ხშირად გვაქვს ფრჩხილები, მაგრამ იქ ფრჩხილები ორაზროვნებას აცილებს თავიდან. "ცნობილი ქართველები (ა)"–ს შემთხვევაში, ფრჩხილებმა კიდევ სხვა, კერძოდ, სარჩევის მაგვარი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ამიტომ ვამჯობინებდი "ცნობილი ქართველები: ა"–ს, თუმცა "ცნობილი ქართველები (ა)"–ს მიმართ წინააღმდეგი არა ვარ. -- Island 15:57, 21 აპრ 2005 (UTC)
გმადლობთ რჩევისათვის,
ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას. უკვე შევცვალე გვერდი.
-- ავთანდილ
შეკითხვა ყველასთან სიების შესახებ:
რედაქტირებაარ იქნებოდა უკეთესი, კატეგორიები გამოგვეყენებინა სიების მაგივრად? ვიცი, რომ სხვა ვიკიპედიებშიც არსებობს სიები, მაგრამ ისინი, დარწმუნებული ვარ, ძირითადად მანამდე გამოიყენებოდნენ, ვიდრე კატეგორიებს შემოიღებდნენ. ან შესაძლოა, ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგი რაღაცისთვის, მაგრამ კატეგორიების ვარიანტი გაცილებით უფრო მოხერხებულია. ახალი სტატიის შექმნისას (მაგალითად, ცნობილი ქართველების ჯგუფში), საკმარისია მოხდეს სტატიის კატეგორიზაცია და "სია" ავტომატურად განახლდება. უბრალოდ სიების გამოყენების შემთხვევაში ყოველი ახალი სტატიის დამატებისას ხელახლა უნდა განვაახლოთ სია. თუ კატეგორიებს ვამჯობინებთ, გვექნება ავტომატური სია, ანბანზე დალაგებული. ასე რომ, სარგებლობა იგივე მოაქვს, რაც ჩვეულებრივ სიას, ხოლო უარყოფითი მხარეები ნაკლები აქვს. რა თქმა უნდა, სიების შექმნა მაინც შეგვიძლია, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებ მოხერხებულია და ზედმეტ სამუშაოს ქმნის.
თქვენ რას ფიქრობთ?
Sopho 21:06, 21 აპრ 2005 (UTC)
სიების შესახებ
რედაქტირებაავტომატური სიების შექმნა რა თქმა უნდა მიმზიდველია, მაგრამ ამ სიაში მხოლოდ სათაურები იქნება. ცანგალას მომზადებულ სიებში კი დამატებითი ინფორმაციაა, რომელიც გამოსადეგია თუნდაც გვარებზე არაორაზროვნების გვერდების შესაქმნელად. სტატიები აბაშიძე, აბულაძე და სხვები, რომლებიც გუშინ შევქმენი, ალბათ ის არის, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით.
ამავე დროს ეს არის პოლიგონი ახალი სტატიებისათვის, მართლწერის თვალსაზრისით, განმეორებადი სათაურების თავიდან ასაცილებლად. როდესაც ეს ერთ გვერდზეა თავმოყრილი, მისი კონტროლი უფრო ადვილია (თუმცა შეიძლება ახალი გვერდი ისე შექმნა, ამ სიაში სულაც არ ჩაიხედო). არ ვიცი შეიძლება ეს უმნიშვნელო ფაქტორებია.
ყოველ შემთხვევაში, კატეგორიების შექმნას წინ არაფერი უდგას. ერთ კატეგორიაში ყველა სათაურს მაინც ვერ მოვათავსებთ, გვარების შემთხვევაში კი ეს რამდენიმე ათასი სტრიქონი იქნება და ალბათ ტექნიკურ პრობლემებს წავაწყდებით. მე მგონი ისევ 33 კატეგორიის შექმნა მოგვიხდება. იგივე ”ა” ასოზე რომ ავიღოთ კატეგორიზებული სია 200-300 გვარით, შესაძლებელი იქნება თუ არა მისი ავტომატური ფრაგმენტირება ”აა-აბ-აგ” და ა.შ. სექციების შესაბამისად. შეიძლება მე ეს საკითხები კარგად არ მესმის. როგორც აჯობებს, ისე გავაკეთოთ.
-- ავთანდილ
ჯერ კიდევ სიებისა და კატეგორიების შესახებ
რედაქტირებადანამდვილებით არც მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს მიერ ხსენებული ფაქტორები. როგორც თავადაც ბრძანეთ, შეიძლება ისე შეიქმნას ახალი სტატია, რომ ავტორმა სიაში არ ჩაიხედოს და ამდენად არც განახლება მოხდეს. ამისაგან დაზღვეული არა ვართ. ხოლო განახლების პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ნებისმიერი ახალი სტატიის შექმნა რამდენიმე სიაში შეიძლება მოითხოვდეს ცვლილებების შეტანას. მაგალითად, ახლა გვაქვს გვერდი "ცნობილი ქართველები". მასში მოცემულია ანბანური საძიებელი და თემატური საძიებელი. თუ დავამატებთ ახალ პიროვნებას, რომელიც არის მწერალი და ამავე დროს ფილოსოფოსი, სამი სია გვექნება შესაცვლელი: ანბანური საძიებელი, ცნობილი მწერლების სია და ცნობილი ფილოსოფოსების სია. ეს შეიძლება ბევრს გამორჩეს მუშაობის პროცესში და ამგვარად მეტად არასრულ სიებს მივიღებთ და თან ამას ვერავინ ვერც შეამჩნევს. ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა. კატეგორიების გამოყენება იმითია კარგი, რომ საკმარისია ორმაგ კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული სამიოდე სიტყვა დაამატო სტატიას და ავტომატურად ჩაეწერება სასურველ სიებში. თანაც გაკონტროლება უფრო ადვილია იმიტომ, რომ ჩანს სტატიის ბოლოში, კატეგორია დამატებული აქვს თუ არა.
თუმცა მესმის, რომ შესაძლოა, სიები ნამდვილად სასარგებლო იყოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია განვაგრძოთ მათი შექმნა, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე კეთილგონივრული გამოსავალი იქნება, თუ დამატებით კატეგორიზაციასაც მოვახდენთ სტატიების შექმნისას. ეს არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს, ორი წამის ამბავია.
მინდა მხოლოდ დავამატო, რომ ხვალიდან, ორი თვის განმავლობაში, არ მექნება ვიკიპედიაზე აქტიური მუშაობის საშუალება. ივნისის ბოლოდან ისევ გამოვჩნდები. ამ დროის მანძილზე ვეცდები, ხშირად "შემოვიხედო", თუმცა ინტერნეტთან საკმაოდ შეზღუდული კავშირი მექნება. თუ საჭირო იქნება, ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლია მიმართოთ Malafaya-ს ინგლისურ ენაზე.
პატივისცემით,
Sopho 03:01, 23 აპრ 2005 (UTC)
isec cnobilebze
რედაქტირებაragac unda movuxerxot am sataurebs. neciklopediashi vinc ceria kvela cnobilia. ra sargebloba moaqvs am gverdebs da tu moaqvs alternatiulad ra sheidzleba davarqvat? - ალ-ო @ 04:46, 2 ოქტომბერი 2008 (UTC)
ამაზე ხომ შევთახმდით რომ გაკეთდება მაგ. ქართველი მწერლების სია - რის შემდეგაც ნელ-ნელა ეს ცნობილთა სია დასაშლელია და შემდეგ წასაშლელი..--ცანგალა (გ) 09:40, 2 ოქტომბერი 2008 (UTC)
საერთოდ საჭიროა ეს თემა? აქ მგონი ცნობილი კი არა თითქმის ყველა ქართველია, რომელზეც ვიკიპედიაში წერია. ან ცნობილში რას გულისხმობთ: მსოფლიოში ცნობილი თუ საქართველოში?--მოცარტი 20:41, 11 მაისი 2009 (UTC)