განხილვა:შუა საუკუნეები
დასაწყისში სჯობს მოვაშოროთ ფრჩხილები, ვინაიდან შუა საუკუნეების ჩარჩოები ძალზედ საკამათო თემაა. ზოგი ისტორიკოსი შუა საუკუნეებს 313 წელს, მილანის ედიქტით იწყებს, ზოგი 410 წელს რომის დაცემით, ზოგი კი – 476 წელს. საკამათოა შუა საუკუნეების დასრულების თარიღიც: ზოგი მიიჩნევს 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემას, ზოგი გუტენბერგის გამოგონებას, ზოგი 1492 წელს, ზოგიც – 1517 წელს რეფორმაციის დაწყებას. ალბათ უპრიანი იქნება თუ დავამატებთ სექციას "პერიოდიზაცია" – BruTe (გ) 08:31, 30 დეკემბერი 2010 (UTC)
- მართალ ხარ. საქართველოში მგონი ქრისტიანობის შემოსვლიდან იწყებენ :). — დავით პასუხი 08:38, 30 დეკემბერი 2010 (UTC)
შეცდომა
რედაქტირება„პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება X საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება.“ – აქ ალბათ V საუკუნე იგულისხმება?.. BruTe (გ) 10:50, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- აშკარად შეცდომაა - შუა საუკუნეები დაიწყო 476 წლის 4 სექტემბერს, როდესაც რომულუს ავგუსტუსმა ტახტზე უარი განაცხადა, აშკარად V საუკუნეა ))--Melberg; 10:53, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- შესწორდა. — BruTe (გ) 11:16, 24 აგვისტო 2012 (UTC)
არასწორი რუკა
რედაქტირებასტატიის დასაწყისში რუკა ანაქრონიზმია და საერთოდ არ ემთხვევა მაშინდელ პოლიტიკურ რეალობას. Giganems განხილვაწვლილი 07:25, 13 მაისი 2021 (UTC)
ინგლისურ ვიკიპედიაზეც იგივე აქვთ, მაგრამ სახელები მაინც რომ შესწორდეს, მაგ. აქემენიდების ნაცვლად სასანიანები. Giganems განხილვაწვლილი 07:30, 13 მაისი 2021 (UTC)